ბახმუტის აღების მცდელობა რუსეთს 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა – მედია

დასავლელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოსკოვის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის დაკავების მცდელობება რუსეთს 60 000-ზე მეტ დაღუპულ და დაშავებულ ჯარისკაცად დაუჯდა.

ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ რუსი დაღუპულთა საერთო რაოდენობა ახლა 200 000-ს აჭარბებს და არის ნიშნები, რომ უკრაინამ შესაძლოა კონტრშეტევა დაიწყოს უახლოეს კვირებში.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბახმუტის აღება, სავარაუდოდ, რუსეთს დაუჯდა მინიმუმ 60 000 მსხვერპლი ბახმუტ-პოპასნას სექტორში ერთი წლის ბრძოლის განმავლობაში“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ოფიციალური პირების თქმით, ხედავენ ბახმუტიდან ვაგნერის ძალების გაყვანის პროცესს. მათივე თქმით, ძალის ამ ელემენტების შეცვლა რუსეთის ისედაც გადაჭარბებული რეგულარული ჯარების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

მსგავსი თემები