,,შეგვხდეს პრემიერი, გთხოვთ დაგვინახოთ”- მთავრობის კანცელარიასთან  აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან  აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. მშობლების მხარდასაჭერად აქციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც უერთდებიან.

,,აქ ვხედავ მშობლებს, რომლებსაც ხელში ჰყავთ დაძინებული შვილები. მინდა ვუთხრა მათ, რომ ყველა ძალიან მიყვარხართ, რომ ასე იბრძვით ჩვენი შვილებისთის. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს რომ შეგვხდეს პრემიერი, გთხოვთ დაგვინახოთ და მოგვაქციოთ ყურადღება,”- განუცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ტვ პირველს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას გამართავენ საქართველოს პარლამენტთან.

მსგავსი თემები