გაგაჩერებენ და დაგაჯარიმებენ – 4 ქალაქში გზებზე ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ. პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება 4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.

კანონპროექტთან დაკავშირებოთ,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ტარიელ ირემაძე ხვალ, 24 აპრილს. 11:00 საათზე,  მედიაცენტრ მთავარში ისაუბრებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გზებზე კონტროლი და დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხები.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, რაც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ახალი მუხლი (119 პრიმა 2) – სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უფლებამოსილი იქნებიან გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი განახორციელონ. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის კი მკაცრი საჯარიმო სანქციები დაწესდება.

პირველ ეტაპზე კანონი ამოქმედდება 4 უმსხვილეს ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში. როგორია სანქციები და როგორ მოხდება კონტროლი, “მედიცენტრ მთავარში” ტარიელ ირემაძე “მედიცენტრ მთავარში” ისაუბრებს.

მსგავსი თემები