აქონდროპლაზიის დიაგნოზის ბავშვების მშობელთა პროტესტი გრძელდება

მშობლები, რომლებიც საკუთარი შვილების გადარჩენას და მათთვის ქვეყანაში მედიკამენტის შემოტანას ითხოვენ, უწყვეტ პროტესტს აგრძელებენ. როგორც მშობლები აცხადებენ, მათ წინააღმდეგ „შავ პიარს“ აგორებენ, თითქოს, ისინი საკუთარი შვილების წინააღმდეგ არიან და იმ პრეპარატს ითხოვენ, რაც ბავშვებს დააზიანებს.

„ყველანაირი ბინძური მექანიზმი ჩართეს ჩვენს წინააღმდეგ. თითქოს ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას და ჩვენი შვილებისთვის ცუდი გვინდა, თითქოს ის პრეპარატი, რომლის დაფინანსებასაც ვითხოვთ, უკუშედეგებს იწვევს და ჩვენს შვილებს საკუთარი ხელით ვკლავთ. ეს არის სიბინძურე. ეს არის სახელმწიფოს სახე, რომელიც 20-მდე ბავშვს სასიკვდილოდ წირავს“ – აცხადებენ მშობლები, რომლებიც რამდენიმე დღეა, ქუჩაში აქციებს მართავენ.

აქციას პოლიტიკური სუბიექტებიც უერთდებიან და აცხადებენ, რომ სახელმწიფოს ამ პრეპარატის შემოტანა შეუძლია.

„აქონდროპლაზიის მქონე 20-მდე ბავშვის წამლით უზრუნველყოფას წელიწადში 6 მილიონ ევრომდე სჭირდება. ბევრად ნაკლები, ვიდრე 100 მილიონი ლარით დაფინანსებულ ე.წ. საზოგადოებრივ მაუწყებელს, ან ქართულ-ჯიგრულ პონტში მოქმედ “აწარმოე საქართველოში”-ს პროექტს, რომელმაც გასულ წელს, უამრავ მავნებლობაში, ხალხის ჯიბიდან 270 მილიონი ლარი დახარჯა” – აცხადებენ “გირჩში“ და დასძენენ, რომ სოციალური პოლიტიკის რეფორმა ამ მიმართულებას უნდა ითვალისწინებდეს.

მსგავსი თემები