„ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი საერთოდ უნდა მოეხსნათ“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურას ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლისთვის ბრალი უნდა მოეხსნა. როგორც ომბუდსმენმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა,  საქმეში „ფულის გათეთრება“ არ იკვეთება.  

„ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ, რომ ის ქმედება რასაც პროკურატურა ედავება აღნიშნულ პირებს, წარმოადგენდეს „ფულის გათეთრების“ დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს შესწავლილი საერთაშორისო პრაქტიკა, გაანალიზებული გვაქვს მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ქმედება და მტკიცებულებები არ ადასტურებს, რომ ჩადენილია „ფულის გათეთრების“ დანაშაული.  მივმართეთ სასამართლოს, იმსჯელოს,  რამდენად ადეკვატურია წარდგენილი ბრალი,”- განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები