,,რუსული ოცნება “გაუქმებულია-გაუქმებულია”- ლევან ხაბეიშვილი

,,თვალნათლივ და მკაფიოდ გამოჩნდა სასამართლო კლანის რეალური მმართველები და ბოსები ვინ არიან – დასანქცირებული მოსამართლეების შემდეგ, იქნებიან პროკურორებიც და საბოლოოდ ირაკლი კობახიძეს არ აცდება,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი  სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩავარდნას გამოეხმაურა.

,,რუსული ოცნება “გაუქმებულია-გაუქმებულია”. მეორე დღეა, კენჭისყრის დაწყების წინ, საგამოძიებო კომისია, რომ არ შეიქმნას, “გარბიან” სხდომათა დარბაზიდან. ოპოზიცია აგროვებს 50 ხმას და “ოცნება” ქვორუმს აგდებს – სხდომას შლის. ოპოზიციის “ბოიკოტი” გასაგები და კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების მოქმედება საბოტაჟი.  საკუთარ თავს უცხადებენ “ბოიკოტს” , აპროტესტებენ პარლამენტს,”

მსგავსი თემები