,,რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს”- ანდრეი ერმაკი

,,რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი საკუთარ Telegram არხზე წერს.

მისი თქმით, რუსებმა ათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანი გადარჩა.

,,რუსმა ტერორისტებმა ბახმუტსა და სოლედარში უკრაინელი ბავშვების მკვლელობები აღიარეს. დაჯგუფება “ვაგნერის” ეს ქმედებები ნათელს ფენს რუსული არმიის დანაშაულებს უკრაინაში, ისინი ჩვენს შვილებს იპარავენ და კლავენ. კიდევ რამდენი ასეთი დანაშაულია ჩადენილი? ერთი აღიარება საკმარისი არ არის. მონსტრებისა და მკვლელების ნაცია, მსოფლიოს ბიოლოგიური ნაგავი. მხოლოდ აღიარება არაფერს ნიშნავს, მას სასტიკი და სამართლიანი სასჯელიც უნდა მოჰყვეს. სასჯელი კი აუცილებლად იქნება.

ჩვენ ყველა დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ შევიტყობთ და ვიპოვით თითოეულს, ვინც ეს ჩაიდინა. რუსებმა ათასობით უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანი გადარჩა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი შვილები დავიბრუნოთ. მსოფლიომ რუსეთის სახე უნდა ნახოს, არ უნდა შეეშინდეს მისი და მას სასტიკად უნდა გაუსწორდეს”, – წერს ერმაკი.

მსგავსი თემები