სლოვაკეთმა დროებით შეაჩერა მარცვლეულის იმპორტი უკრაინიდან. ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა CNN-ს განუცხადა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტი აკრძალეს უკრაინიდან.
“დღეს სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება ამ თემაზე განსახილველად. შეხვედრის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – დასძინა პრესსპიკერმა.
პოლონეთმა აკრძალვის შესახებ შაბათს გამოაცხადა. აკრძალვის მიზანია “დაიცვან პოლონეთის სოფლის მეურნეობის ბაზრის დესტაბილიზაცია”, – ნათქვამია პოლონეთის პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადებაში.
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისტვან ნაგიმ კვირას განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დროებით აკრძალავს უკრაინიდან მარცვლეულის, ზეთის თესლისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტს.