ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ უკრაინა დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს   

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია დროებით დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს. როგორც ბორის ჯონსონი ამბობს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ეს გააკეთონ.

„მჯერა, რომ უკრაინელ სამხედროებს აქვთ შესაძლებლობა, პუტინის ძალების მიერ  დაპყრობილი ტერიტორიების დაიბრუნონ. გაერთიანებული სამეფო განწყობილია დაეხმაროს უკრაინას საკუთარი თავის დაცვასა და აღდგენის პროცესშიც. უახლოეს პერიოდში უკრაინას გავუგზავნით დამატებით სამხედრო დახმარებას გაერთიანებული სამეფოსგან“, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

მსგავსი თემები