,,დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს”- ლევან ხაბეიშვილი

,,დავით კეზერაშვილი მიხედავს საკუთარ თავს, მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ რაიმე გამოძიება იწარმოებს, ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს გაეცემა პასუხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი ყველაფერს გასცემს პასუხს.

„ბიბისის“ გამოძიება უმნიშვნელოვანესია და თუ იარსებებს იდეაში რაიმე გამოძიება, რომელიც არ არსებობს ამ დრომდე, პასუხი გაეცემა. ამიტომ დავით კეზერაშვილი მის თავს მიხედავს. უბრალოდ, საქართველოში რომ დღეს ეკონომიკური სიდუხჭირეა, რუსეთში რომ მიგვათრევენ, სტატუსს რომ საფრთხე ემუქრება, ამის განსაზღვრელი ეს ვერ არის.

ცხადია, უმნიშვნელოვანესია ეს სიუჟეტი და დარწმუნებული ვარ, თუ რომელიმე ქვეყანაში რაიმე საქმის წარმოება დაიწყება, კეზერაშვილი ყველაფერს გასცემს პასუხს. ასევე, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ იმ სქემაში ნახსენები ადამიანები საქართველოში დღეს არიან „ქართული ოცნების“ ბიზნეს მოკავშირეები, სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევიან და საქართველოშიც გადაადგილდებიან აბსოლუტურად თავისუფლად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ესენი არიან მგელაძე და ბენიამინი, რომლებსაც ბიზნესები აქვს საქართველოში, კალაძის მერიის გვერდით ოფისები აქვს. მაგალითად, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, ამ ქვეყანაში რომ ტრანსნაციოლაური დანაშაული მექად აქცია ბიძინა ივანიშვილმა, უჩა მამაცაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა. რაიმე გამოძიება თუ იარსებებს, იმას პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და გაეცემა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები