,,ყველას მოვუწოდებ ერთობისკენ”- ლევან ხაბეიშვილი

,,ყველას მოვუწოდებ ერთობისკენ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ნიკა მელიამ ახალი ოფისი გახსნა, სადაც პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

„ყველას მოვუწოდებ ერთობისკენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე, რომელმაც პირველ ტურში გაიმარჯვა, ამიტომ მივმართავ ყველას, უბრალოდ შეეგუონ იმ შედეგებს, რომლებიც დააყენა ამომრჩეველმა, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რამე პოლიტიკის წარმოება, პარტიული პოლიტიკის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ იმ მმართველი რგოლიდან, რომელიც ლეგიტიმურად არჩეულია და როცა კონკრეტული ადამიანები პირადი, სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე რამე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ, ჰქონდეთ საკუთარი პარტიაც და საკუთარი პოლიტიკაც განსაზღვრონ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები