მოსკოვში, ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვში, ბერეჟკოვსკაიას სანაპიროზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ხანძრის ფართობი 200 კვადრატული მეტრი იყო, მოგვიანებით კი ის 600 კვადრატულამდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად შენობის სახურავი ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში ხალხი არ იმყოფებოდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მსგავსი თემები