,,შუალედში რომ მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა აღიდგინოს ჯანმრთელობა”- გიული ალასანია

მიხელ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის დღეს, კლინიკა ”ვივამედში” მოინახულა.

,,არ ვიცი რა ხდება, შეტანილი გვაქვს ნამდვილად და ველოდებით, ნავალნის შემთხვევაში, თუ არ ვცდები 3 კვირა დასჭირდა და არ ვიცი ჩვენ შემთხვევაში როგორ იქნება. რომ გადაიტანონ და შემდეგ განიხილონ, შუალედში რომ მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა აღიდგინოს ჯანმრთელობა, ამაზეა ლაპარაკი ამ ეტაპზე, და ვნახოთ. ჯანმრთელობა, სიცხე არის, წნევა, ეს ყველაფერი არის, სისუსტე, უჭირს სიარული, ყველაფერი ძალაშია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები