ინდოეთში მზის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

”ბიბისის” ინფორმაციით, ინდოეთში მზის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა მაჰარაშთრას შტატში მოხდა, სადაც დაჯილდოების ცერემონიალი იმართებოდა.

მედიის ინფორმაციით, რამდენიმე საათის განმავლობაში, ღია ცის ქვეშ ტარდებოდა. ჰაერის ტემპერატურა იმ დროს 40 გრადუსს აღემატებოდა.

მედიის ცნობითვე, ბევრი ადამიანი უჩიოდა დეჰიდრატაციას და სიცხესთან დაკავშირებულ სხვა დაავადებებს ღონისძიების დასწრების შემდეგ.

 

მსგავსი თემები