,,უკრაინა ფინანსურად არარსებული ქვეყანაა, თუ მხარდაჭერაზე ვიტყვით უარს, ომი დასრულდება” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა  ფინანსურად არარსებული ქვეყანაა და პარტნიორების მხარდაჭერის შეჩერების შემთხვევაში ომი მაშინვე დასრულდება.

ორბანის თქმით, ევროპა უზრუნველყოფს თანხებს უკრაინის პენსიებისთვის, ხელფასებისთვის, განათლებისა და ჯანდაცვის საჭიროებებისთვის, ამიტომ, ”არ შეიძლება ეს გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით”.

,,უკრაინა ფინანსური გაგებით არარსებული ქვეყანაა და მას არ შეუძლია საკუთარი თავის დაფინანსება. საკითხავია ვუჭერთ თუ არა უკრაინას მხარს. როგორც კი ვიტყვით, რომ არა – ომი დასრულდება,”– განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

 

მსგავსი თემები