,,დასავლეთი თავად ცდილობს, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რიტორიკის გაღვივებას”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი თავად ცდილობს, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რიტორიკის გაღვივებას და რუსეთი გამოჰყავს ბირთვული საფრთხის წყაროდ.

მისი თქმით, რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა თავდაცვით ხასიათს ატარებს.

„რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს შედეგებს მოუტანს, ასეთი მუქარის ენა მიუღებელია. ჩვენ ამ განცხადებებს შესაბამისი დასავლელი პოლიტიკოსების სინდისზე ვტოვებთ. მათთან ამ თემაზე დისკუსიის გამართვას არ ვაპირებთ, ეს აშკარად აზრს მოკლებულია“, – აცხადებს ლავროვი.

 

მსგავსი თემები