ლავროვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს

კრემლი დასავლეთს ისევ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს,  დასავლეთი აქტიურად ცდილობს საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტი” გახსნას.

როგორც რუსი დიპლომატი განმარტავს, დასავლეთის აქტიური მცდელობა სახეზეა.

„ჩვენ ყველაფერს ვხედავთ და ვამჩნევთ. შესაბამისად ვმოქმედებთ. არც ვისვენებთ და ყველაფერს ვითვალისწინებთ დაგეგმარებაში, სამხედრო მიმართულებით, პოლიტიკური მიმართულებით, დიპლომატიური მიმართუlებით და ყველა მხრივ“ – განმარტავს ლავროვი.

რუსი დიპლომატი საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს იწონებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს მიხვდა და „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობის მიმართულებით პასუხისმგებლიანად მოიქცა.

მსგავსი თემები