„საჭირო თუ იქნება, გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი”- ბელარუსის თავდაცვის მინისტრი

ბელარუსის თავდაცვის მინისტრიდ, ვიქტორ ხრენინის განცხადებით,  ბელარუსში განლაგებული ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ რუსეთი შეძლებს.

მისივე თქმით, ბელარუსი ამზადებს ადგილებს რუსეთის სტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსებისთვის

„საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალით ვუპასუხებთ ძალას, სხვაგვარი ქმედება დასავლეთს არ ესმის“, – განაცხადა ხრენინმა.

მსგავსი თემები