,,მჯერა იმ შედეგების, რომლებიც მივიღეთ პირველად გერმანიიდან, შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან”- გიული ალასანია

,,მჯერა იმ შედეგების, რომელიც ჩვენ პირველად გერმანიიდან მივიღეთ და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან, ის შედეგები ჩემთვის უფრო დამაჯერებელია“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ იცის ზუსტად, გაიგზავნა თუ არა მიხეილ სააკაშვილის  ანალიზები „ლიმბახის“ ლაბორატორიაში.

,,ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (დამხვდა), მითხრა რომ გუშინ 37.5 ჰქონდა დღეს, მაგრამ შემდეგ 38-ზე ავიდა სიცხე. მე მჯერა იმ შედეგების, რომლებიც ჩვენ მივიღეთ პირველად გერმანიიდან, და შემდეგ კალიფორნიის ლაბორატორიიდან. ის ჩემთვის უფრო დამაჯერებელია. ჯერ ერთი ისიც არ ვიცი ზუსტად გააგზავნეს თუ არა, იმდენად არ მაქვს ნდობა უკვე არავის, მართალი გითხრათ, ვერაფერ ვერ გეტყვით”, –  თქვა ალასანიამ.

 

,,მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

მსგავსი თემები