სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ საკრებულოს ყოფილი წევრს განაჩენს 4 მარტს გამოუტანს

საკრებულოს ყოფილ წევრს, ილია ჯიშკარიანს, მისი ყოფილი თანამშრომელი ძალადობაში ისევ ამხელს და აცხადებს, რომ  სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯოს, ამით, მისთვის, როგორც დაზარალებულისთვის არაფერი შეიცვლება.

ყველას კარგად ახსოვს ილია ჯიშკარიანისა და თამთა თოდაძის გახმაურებული საქმე. საკრებულოს ყოფილი წევრი კი გავისუფლებაში 10 000 ლარიანი გირაოთი იმყოფება.

„სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ, ტკივილს ვერაფერი წამიშლის ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს“ – ეს განცხადება თამთა თოფაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე მტკიცებით, საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ მისმა ყოფილმა უფროსმა მასზე იძალადა.

„სს საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ჯიშკარიანის ბრალეულობას ადასტურებს. საქმეში ასევე არის ჩემს კაბაზე არსებული მისი ბიოლოგიური მასალები.  მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება განსხვავდება სასამართლოში მიცემული ჩვენებისაგან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.  ჩემი დაკითხვა დავხურე არსებული ემოციური ფონის გამო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გადავიტანე იმ პერიოდში, ყველაფრის ხელახლა გახსენება და ის ფაქტი, რომ ჯიშკარიანი იქნებოდა დარბაზში ჩემთვის არ იყო მარტივი. მზად ვარ ჩემი დაკითხვის აუდიომასალა გასაჯაროვდეს. არაფერი არ მაქვს დასამალი. ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა ჩემზე იძალადა, მორალური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა ცალკე სიმართლეა, რომელსაც აუცილებლად დავამტკიცებ. ძალიან დიდი ტრავმა მომაყენა ამ ადამიანმა. მას სამუდამო პატიმრობაც რომ მიუსაჯონ ტკივილს ვერაფერი ვერ წამიშლის, ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ძალიან სამწუხარო გამოცდილებაა, მაგრამ სამართალმა უნდა იზეიმოს. ჩემი მოლოდინია, რომ დადგება სამართლიანი განაჩენი და რასაც ეს მუხლი ითვალისწინებს, გათვალისწინებული იქნება ამ ადამიანის მიმართ“, – განაცხადა თამთა თოდაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

საკრებულოს დეპუტატი 10 000 ლარიანი გირაოს ფასად თავისუფალია

მსგავსი თემები