,,რუსეთი ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას „მეორე ფრონტი“ საქართველოში, მოლდოვაში”- ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, ”მეორე ფრონტის” გახსნის შესახებ, საქართველოსა და მოლდოვაში.

,,ამ ფაქტორების ერთობლიობა არავის აძლევს მოდუნების საშუალებას, ჩვენ არ ვისვენებთ, ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს და ყველაფერს ვითვალისწინებთ ჩვენს დაგეგმვაში – როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ასევე დიპლომატიური და სხვა კუთხით”, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები „მეორე ფრონტის“ შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე.

„როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას, ნათლად გამოიკვეთა, როდესაც მოლდოვაში იყო პროდასავლურ ხაზთან და პრეზიდენტის ხაზის წინააღმდეგ, ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ. დაამხო ლეგიტიმური ხელისუფლება, პარალელურად საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ უცხოეთიდან იღებთ ფულს და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გვითხარით, საიდან მოდის ფული. “, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები