2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 6 000-ზე მეტი ბინა იყიდეს

2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს. საუბარია 15 000 ბინაზე, რომლებიც უცხოეთის 10.6 ათასმა მოქალაქემ იყიდა.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 6,062 ბინა რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს.

უცხოეთის მოქალაქეების მიერ 2022 წლის განმავლობაში შესყიდული ბინების რაოდენობა ასე ნაწილდება:

1. რუსეთი – 6 062 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანი;
2. ისრაელი – 1 892 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1263 ადამიანი;
3. უკრაინა – 1 321 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 880 ადამიანი;
4. ირანი – 650 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 382 ადამიანი;
5. თურქეთი – 473 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 307 ადამიანი;
6. ბელარუსი – 446 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 371 ადამიანი;
7. გერმანია – 424 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 325 ადამიანი;
8. აშშ – 376 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 246 ადამიანი;
9. ყაზახეთი – 294 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 237 ადამიანი;
10. სომხეთი – 285 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 203 ადამიანი.

2023 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში კი , უცხოეთის მოქალაქეებმა 5,159 ბინა შეიძინეს, რაც შემდეგნაირად ნაწილდება:

1. რუსეთი – 2187 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 1679 ადამიანი;
2. ისრაელი – 671 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 472 ადამიანი;
3. უკრაინა – 520 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 344 ადამიანი;
4. ბელარუსი – 164 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 135 ადამიანი;
5. თურქეთი – 143 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 102 ადამიანი;
6. ირანი – 129 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 102 ადამიანი;
7. პოლონეთი – 127 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 89 ადამიანი;
8. გერმანია – 112 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 88 ადამიანი;
9. ყაზახეთი – 105 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 89 ადამიანი;
10. სომხეთი – 93 ბინა, მყიდველთა რაოდენობა 79 ადამიანი.

აღნიშნულ მონაცემებს BM.GE ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მონაცემები იუსტიციის სამინისტროდან აღნიშნული ინფორმაცია სადეპუტატო კითხვის სახით ხათუნა სამნიძემ გამოითხოვა.

მსგავსი თემები