,,საჭიროა ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტს ეხმაურება.

მისი თქმით, საჭიროა ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე.

,,დრო რომ გვქონდეს, ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ რუსეთის ფედერაციის დაშლას და იმას თუ როგორ ჭამენ ერთმანეთს მათი “ელიტები”. მაგრამ ეს დრო არ გვაქვს, რადგან ჩვენი ხალხი იღუპება. საჭიროა ნაკლები ფიქრი გაჟონილ დოკუმენტებზე და მეტი შორი მოქმედების იარაღზე, რათა ომი სწორად დასრულდეს და რუსეთის ფედერაციამ გააცნობიეროს რეალობა,”- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები