,,კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება მიუღებელია”- ლევან ბეჟაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არასწორად მოხდა რიგგარეშე სხდომის დაანონსება. მისი თქმით, კუდების ძიება და ვინმეს დადანაშაულება მიუღებელია.

,,ლევან ხაბეიშვილის და ანი წითლიძეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ჰქონდათ ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყვნენ წარდგენილები, რომელიც დაგეგმილი იყო ბევრად ადრე, ვიდრე რიგგარეშე სხდომის საკითხები გაირკვეოდა. მოხდა მისკომუნიკაცია, პარლამენტის წევრებს შორის, მათ შორის ჩემთანაც. შესაბამისად, არასწორად მოხდა დაანონსება რიგგარეშე სხდომის და ვფიქრობ ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს. ამ შემთხვევაში კუდების ძიებას და ვინმეს დადანაშაულებას უპასუხისმგებლობაში აბსოლუტურად მიუღებელი და უმართებულო არის,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები