„არ შეიძლება, ცალკეული პირების გამო,  სპორტსმენებს ვეძახოთ „კუნთმაგარი და გონებაჩლუნგები“ – შოთა ხაბარელი „მედიაცენტრ მთავარში“

“ეს არის წინასაარჩევნოდ აგორებული შავი პიარი. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ჯგუფმა ტრაგედიას პოლიტიზირებული სახე მისცა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა.

ხაბარელისთვის მიუღებელია ცალკეული პირების გამო მთლიანად სპორტის სახეობებისა და სპორტსმენების დისკრედიტაცია. მისივე მოსაზრებით,  ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან სპორტსმენების „ზონდერებად“ მოხსენიება ქვეყნის იმიჯს ლახავს.

„წამოწყებული ცილისწამება მათ დამსახურებებთან შეუსაბამოა, ჩვენ ვხედავთ, რომ შეტევა ხდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ცნობადი გახადეს ჩვენი ქვეყანა, ესაა დისკრედიტაცია სპორტსმენების, როცა უწოდებენ „კუნთმაგარ და გონებაჩლუნგებს“ ეს ცუდად აისახება მომავალი თაობების ცნობიერებაზე,

ძალადობა მიუღებელი, მაგრამ სამწუხაროდ ძალადობა ხშირად ხდება არა მხოლოდ სპორტსმენების მხრიდან, არ უნდა გავაიგივოთ ყველასთან რამდენიმე სპორტსმენის ქცევა, ამით მოტივაციას ვუკარგავთ იმ სპორტსმენებს, ვისაც უნდა ქვეყანა ასახელოს, რადგან ჩვენ ვეუბნებით ამით მათ – შენ იქნები სპორტსმენი და გექნება მკვლელის იარლიყი.“ – განაცხადა ხაბარელმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ვეტერანი მსოფლიო ჩემპიონი თვლის, რომ მომხდარი ტრაგედია გამოყენებული გახდა წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდის დისკრედიტაციისთვის.

„ამას იყენებენ წინასაარჩევნოდ, ეს არის არასწორი რიტორიკა, რომ სპორტსმენებს ზონდერებად იყენებენ, მსგავსი შემთხვევა მე არ მახსოვს, ამ უარყოფოთი კამპანიით ილახება მთლიანად ქვეყნის იმიჯი“ – განაცხადა ხაბარელმა „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები