მაია სანდუ მოქალაქეებს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მოქალაქეებს მოუწოდებს, 21 მაისს კიშინიოვში, ქვეყნის ევროპულ მომავალის მხარდასაჭერად შეიკრიბონ.

,,გამოვედი ინიციატივით, შევკრიბოთ მოქალაქეები კიშინიოვში, რათა ვუთხრა მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ.

მოვუწოდებ ყველას – ფერმერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მეწარმეებს, ექიმებს, კულტურის მოღვაწეებს, კერძო სექტორში დასაქმებულებს, სახელმწიფო მოხელეებს – გაერთიანდით და მხარი დაუჭირეთ ჩვენს ერთობლივ ოცნებას. მოდით, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მშვიდობა გვსურს. გვინდა, რომ ევროკავშირმა ჩვენთან თავი იგრძნოს, როგორც სახლში”, – განაცხადა სანდუმ.

მსგავსი თემები