,,თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას – კანონპროექტში ეშმაკი მოიტეხავს ფეხს”- ღუდუშაური ბეჟაშვილს

,,თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას?”- ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილს, რომელიც  ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის კანონს წარადგენს.

„სათაურს უწუნებთ ბატონო ლევან?! იცით რა,  მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ პროექტით მოოლოგარქო, ბოდიში საზოგადოებასთან, ტიპს ეფარებით. თქვენ ხომ არ ფიქრობთ ოლიგარქად გახდომას, იმიტომ, რომ იმდენად ჩახლართული კანონპროექტი წარმოადგინეთ, სურვილი გაქვთ ხომ? არ არის გამორიცხული, ეხლა თქვენს გუნდში ბევრს უნდა ეგ. როგორც ჩანს ამ თქვენს მიერ წარმოდგენილ პროექტში ეშმაკი მოიტეხავს ფეხს. კითხვა გვაქვს და პასუხი უნდა გასცეთ თუ გინდათ ნუ გასცემთ, არც თქვენი პრეზენტაცია და არც თქვენი პასუხებისთვის აქ დროის დაკარგვის მეტი არაფერი არ არის, სიმართლე გითხრათ, თუ გინდათ ნუ გასცემთ. ეს თქვენი ფანკლუბი, რომ გააჩეროთ ლევან. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს მიერ დაწერილი ეს არ არის“ – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები