,,რყევები გვაქვს, დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს”- ხატია დეკანოიძე

,,მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ რყევები გვაქვს, დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს,” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„ეს იყო ძალიან დიდი უხერხულობა და ოპოზიციის მართლაც სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდნა. დილით სხვა ინფორმაცია გვქონდა, საღამოს სხვა გავიგეთ. მოსახლეობის 61 პროცენტი არცერთ პარტიას არ ენდობა, მათ შორის ოპოზიციას, ზუსტად იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი რყევები გვაქვს. დილით ერთს ვამბობთ, საღამოს – მეორეს. ძალიან სევდიანი მგონია ეს ისტორია“, – განუცხადა დეკანოიძემ პირველ არხს.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები