ოპოზიციის ნაწილი ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იბარებს. ამის შესახებ ხატია დეკანოძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, 7-8 მარტს აქციასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

„7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. დააკავეს ბევრი ადამიანი, ასევე, ბევრს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები. ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამ და ამ ადამიანზე ძალადობისთვის დაისაჯა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გჭირდება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შს მინისტრს ვიბარებთ ინტერპელაციის წესით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

განცხადებას 9 დეპუტატი უერთდება.

მსგავსი თემები