იტალიაში კოვიდინფიცირების კიდევ 210 შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსი კიდევ 210 ადამიანს დაუდასტურდა, 34 ინფიცირებული კი ვირუსს ემსხვერპლა.

სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 237 500 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 34 405 გარდაიცვალა, 178 526 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსის პირველი შემთხვევა იტალიაში 21 თებერვალს აღრიცხეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსგავსი თემები