,,რომ გამეგო, რომელიმე მოსამართლე თავის ჩამოხრჩობას აპირებდა, დედას გეფიცებით ვეტყოდი, ეს არ გააკეთო-თქო”- ლევან მურუსიძე

,,რომ გამეგო, რომ რომელიმე მოსამართლე აპირებდა თავის ჩამოხრჩობას, დედას გეფიცებით ვეტყოდი, რომ ეს არ გააკეთო-თქო,”- ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ ლევან მურუსიძემ  განაცხადა.

მურუსიძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ერთ-ერთ მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას აიძულებდნენ და აღნიშნული მოსამართლე თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა.

,,რა ოპერაცია უნდა გაეკეთებინა ახლა, რას მეუბნებით, ისეთ აბსურდულ რაღაცას მეუბნებით, პირველად გავიგე გულწრფელად გეუბნებით. მე, რომ გამეგო, რომ რომელიმე მოსამართლე აპირებდა… აბსურდია, არ მჯერა დაუჯერებელია, მაგრამ რომ გამეგო, რომ რომელიმე მოსამართლე აპირებდა თავის ჩამოხრჩობას, დედას გეფიცებით ვეტყოდი, რომ ეს არ გააკეთოთქო. ბესარიონ ალავიძეზე არის საუბარი. თუ ბესო ალავიძე იმას იტყვის, რომ მე ვუთხარი ბესო ალავიძეს შენ ბესო რუსთავი 2-ის საქმეში არ მიიღო მონაწილეობა, წადი საავადმყოფოში ოპერაცია გაიკეთეო, კარგით რა კარგით“ – განუცხდა ლევან მურუსიძემ ”ტვ პირველს”.

,,მოსამართლე თვითმკვლელობაზე ფიქრობდა, განზრახული ჰქონდა დემონსტრაციულად ჩამოეხრჩო თავი უზენაეს სასამართლოს წინ”- კახა წიქარიშვილი

მსგავსი თემები