,,ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს საქართველოს, უკრაინის, შვედეთისა და ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის”- ანა ფოტიგა

,,სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიზნების მისაღწევად, კარი ღია უნდა იყოს შვედეთისა და უკრაინის, ასევე საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს.

,,1949 წლის 4 აპრილს ხელი მოეწერა ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას. დღეს ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ალიანსის 31-ე წევრს, რაც მას უფრო უსაფრთხოს NATO-ს კი უფრო ძლიერს გახდის. სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიზნების მისაღწევად, კარი ღია უნდა იყოს შვედეთისა და უკრაინის, ასევე საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის”,- წერ ანა ფოტიგა.

მსგავსი თემები