” ცვლილებები მიმართულია სასამართლო პროცესის, მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას სასარგებლოს და მნიშვნელოვანს უწოდებს.

დეგნანის თქმით, ცვლილებები მიმართულია სასამართლო პროცესის, მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ.

„ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, კარგი შესაძლებლობა, რათა სხვადასხვა საკითხი გაგვევლო, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მომზადებულია ცვლილებები, რაც არის სასამართლოსთან დაკავშირებული. ეს ცვლილებები მიმართულია სასამართლო პროცესის გაძლიერებისკენ, მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ. მნიშვნელოვანი რეკომენდაციები იყო ვენეციის კომისიისგან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისა და საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს სასამართლო სისტემის გაძლიერებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა წარმოადგენდა

მსგავსი თემები