„ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია“ – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

„ჩვენი პოზიცია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, აპრილის დასკვნაში დავწერეთ, ჩვენს პირობებში მისი გამოჯანმრთელება შეუძლებელია. ის რამაც გამოიწვია ეს დაავადება, სტრესი ადამიანს არ ეხსნება. იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი არ აქვს ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას“ – ეს განცხადება ექიმ გიორგი გრიგოლიას ეკუთვნის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის სხვა წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები აცხადებენ, ვითარება დამძიმებულია

„კლინიკა “ვივამედმა” ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც ითხოვენ სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ. იქ არ არის ნათქვამი, რომელ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. ძალიან კარგად მესმის ამ კლინიკის თანამშრომლების და დირექციის, უკვე 10 თვეა მიხეილ სააკაშვილი აქ იმყოფება. ყველა მხრიდან დიდი წნეხი აქვთ…  იმ გარემოში იმყოფება, რომელ გარემოშიც დაავადდა, არანაირი აზრი აქვს ერთი კლინიკიდან მეორე კლინიკაში გადაყვანას, ან კიდევ სხვაგან ან ვიღაცის ჩამოყვანას, ერთი ან ორი სპეციალისტის ჩამოყვანას. თუ ჩვენ გვინდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იყოს“ – განაცხადა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები