მიტროპოლიტს ფეხზე ელექტრო სამაჯური გაუკეთეს

​კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტ პაველ ლებედის ელექტრო სამაჯური დაადეს. მიტროპოლიტი დაკითხვაზე გუშინ დაიბარეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიტროპოლიტის სახლსა და ლავრაში ჩხრეკა ჩატარდა.

მიტროპოლიტი დაკითხვაზე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის საფუძველზე დაიბარეს. მას ბრალი ედება რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის გამართლებაში.

მსგავსი თემები