ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

ხატია დეკანოიძემ “ნაციონალური მოძრაობა”დატოვა. მისი თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

,,ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, რა თქმა უნდა, ემოციური, მაგრამ სწორი. ამ ეტაპზე ჩემი და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა, რომელშიც მე გავატარე მრავალი წელი, არის დასრულებული. ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის ზოგადად გაუმართლებელი და ვფიქრობ, რომ ძველი პარადიგმა ახალ რეალობაში, მაშინ როდესაც საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, უბრალოდ არ იმუშავებს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები