დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას პროპორციული არჩევნების ახალ ვარიაციას სთავაზობს

“პროპიორცული არჩევნების ბევრი ვარიაცია არსებობს, პირადად ჩემზე და “შენების მოძრაობაზე” რომ იყოს დამოკიდებული, ჩვენ დავამკვიდრებდით პროპორციულ არჩევნებს, ორონდ მრავალმანდატიან ოლქებში და ღია სიებით,”- ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი “მედიაცენტრ მთავართან” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

მისი თქმით, “შენების მოძრაობის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული მოდელი იქნება მეტად ეფექტური, როცა ამომრჩეველს მეტი სიტყვა ეთქმის თავის მიერ არჩეულ დეპუტატზე, ვიდრე პარტიულ ხელმძღვანელს.

“მაგალითად, კახეთიდან აირჩევა 6 მაჟორიტარი დღევანდელი სისტემით. თუ სრულიად პროპორციული გახდება სისტემა, მაშინ კახეთის მოსახლეობას, თავისი რაოდენობით ერგება დაახლოებით 12 მანდატი. გავაკეთებდით კახეთში პროპორციულ საარჩევნო ოლქს, რომელშიც ყველა პარტია წარადგენდა 12-12 კადიდატს, იმერეთშიც ასევე იქნებოდა ოლქი, სადაც წარადგენდნენ მოსახლეობის შესაბამისი რაოდენობის კანდიდატებს. მოსახლეობას კახეთშიც და იმერეთშიც შევთავაზებდით, რომ ამ 12-კაციანი პარტიული სიებიდან ამოერჩიათ სასურველი პარტია და სასურველი პარტიიდან შეერჩიათ სასურველი კანდიდატი. ეს ადამიანები, ვინც ამ გზით პარლამენტში მოხვდებიან იქნებიან არა ისინი, ვინც პარტიამ დაწერა რიგითობის მიხედვით, არამედ ისინი, ვინც თორმეტიდან ამომრჩეველთა მეტი ხმა მიიღო.

ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შენარჩუნდეს კონტაქტი მოსახლეობასთან, მოსახლეობას მეტი ეთქმოდეს პარლამენტის წევრის ვინაობაზე, ვიდრე პარტიულ ხელმძღვანელს და რაც მთავარია, ასეთი არჩევის შემთხვევაში, ყოველ ამომრჩეველს პარლამენტში ეგულება 12 წევრი, რომელიც მისი რეგიონიდანაა არჩეული. ადგილობრივ პრობლემებზე მას შეუძლია, თორმეტივეს, ან მათგან რომელიმეს, რომელიც გამოადგება. ეს იქნება გაცილებით ეფექტური, ვიდრე დღევანდელი მაჟორიტარული სისტემა მრავალი მიზეზის გამო. ეს ყველაფერი იქნებოდა მაშინ, ჩემი გადასწყვეტი რომ იყოს, მაგრამ მე პირადად, მზად ვარ გავიზიარო ის მოდელი, რაზეც პარლამენტი შეთანხმდება, რადგან ხელისუფლების წარმოდგენილ ვერსიას აქვს პლუსები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები