,,რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ რომ ქართული არ იციან რა არის, უსამშობლო ხალხია”- მიხეილ ყაველაშვილი

,,რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ რომ ქართული არ იციან რა არის, უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ,”- ამის შესახებ ”ხალხის ძალის” წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკომიტეტო განხილვის მიმდინარეობისას განაცხადა.

ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი  „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს ხმაურის ფონზე განიხილავს.

,,ანრი, იცი რას მივხვდი, რუსულს რატომ ეძახიან იცი? იმიტომ რომ ქართული არ იციან რა არის, უსამშობლო ხალხია, დაკარგული აქვთ. ვერ წარმოუდგენიათ, როგორ ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო.. მე ჯვარზე მაცვეს ბიჭო, ვთქვი, რომ თვითმიზანი არაა ევროკავშირი-მეთქი და ჯვარზე მაცვეს. დიახ, მგონია, რომ ქართველი ერის უკვდავებაა ჩემი თვითმიზანი და საქართველოს მარადიულობა – ესაა თვითმიზანი და ჩემთვის საშუალებაა ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიარო, რისიც მჯეროდა, ღირებულებები ფასეულობები, სადაც ჩვენი იდენტობით, კულტურით უნდა შევიდეთ, ეგ არის ჩემთვის ღირებული. ის კი არა , რომ აგერ რომ ზის და მეუბნება ცალი ფეხით უნდა იდგე რომ გეტყვიან და მაგით უნდა შეხვიდე ევროკავშირში. ქართულს ვერ იტანთ თქვენ, რუსული რა შუაშია ქართულს ვერ იტანთ და იმიტომ ეძახით რუსულს,”- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი თემები