სავარაუდოდ, ისევ გაზი – თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

  •  

აფეთქება თბილისში – რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ჩამონგრეულია მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის კედლები.

მომხდარის შედეგად, დაშავებულია ერთი ადამიანი. 77 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

მსგავსი თემები