უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ – ესპანეთის პოლიციამ დაჯგუფების წევრები დააკავა

ესპანეთის პოლიციამ დააკავა დაჯგუფების წევრები, რომლებიც 3 არალეგალურ ქარხანას ფლობდნენ და მათში უკრაინელ ლტოლვილებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ.

”ბიბისის” ინფორმაციით, სპეცოპერაცია ესპანეთის 3 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 27 ადამიანი დააკავეს.

ქარხნებს შეეძლოთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი სიგარეტის კოლოფის დამზადება, რომლებიც ესპანეთში და მის ფარგლებს გარეთ კონტრაბანდის გზით იყიდებოდა.

ესპანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილები ქარხნებთან არსებულ თავშესაფრებში ცხოვრობდნენ. ისინი ტერიტორიას არ ტოვებდნენ, რადგან მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში არალეგალურად იყო შესული.

სამართალდამცველებმა ქარხნებისა და 20-ზე მეტი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, 41 მილიონი დოლარის ღირებულების თამბაქო, ძვირად ღირებული მანქანები, სამკაულები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული ამოიღეს.

მსგავსი თემები