,,ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ…პოლიციელი მოკლა”- თვითმხილველი

შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში – მძიმე ღამის შედეგ თვითმხილველები შემთხვევის დეტალებს იხსენებენ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, თავდამსხმელ ნოდარ ათუაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

„არაფერს არ ითხოვდა. პროსტა გადმოყო და დაგვიშვა, რა. აი, უბრალოდ გადმოყო და დაგვიშვა, რა. ყოფილი ნაბრძოლი იყო, არ ვიცი, რამდენადაც ვიცი. განდეგილად ცხოვრობდა, რა. ერთი 10 წლის გადმოსულიც არ იქნებოდა, ახალი შეძენილი მეზობელი იყო. თავისთვის ცხოვრობდა ასე, შედიოდა-გადიოდა სახლში მარტო… და რამდენადაც ვიცოდით, მას რაღაცა ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, მე რამდენადაც ვიცი. გადმოყო და პირდაპირ დაგვიშვა. სამჯერ გვესროლა, მერე უკან გადავიდა და უკანა მხრიდან ისროლა… იქ იოლის მაღაზიაში დაიწყო სროლა და მე მგონი იოლის მაღაზიაში ორ გოგოს მოარტყა კიდე და იქ მოკლა პოლიციელი მე რამდენადაც ვიცი და ჩვენიდან 4 მოკლა.

ჩვენ უბრალოდ შევასწარით სადარბაზოში. თავიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელშიც იყო რაღაცა ნივთიერება და ის ნივთიერება აფეთქდა და მაგაზე მივხვდით, რომ კიდევ უნდა დაეწყო სროლა და შევასწარით და ვინც შევასწარით, შევასწარით, ვინც არა და ჩაცხრილა პირდაპირ. აი ასე, პირდაპირ მოგვიშვა, რა, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მსგავსი თემები