,,ვიმედოვნებ, მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს პოსტს”- შარლ მიშელი

,,უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა,”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიშელი იმედოვნებს, რომ მალე უკრაინელი დაიკავებს მის პოსტს.

,,ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიგვენიჭებინა. ასე რომ, ევროკავშირის წევრობის კითხვას პასუხი გაეცა. უკრაინა ევროკავშირია და ევროკავშირი უკრაინაა. ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ ეს დაპირება რაც შეიძლება მალე ვაქციოთ რეალობად. ვიმედოვნებ, მალე უკრაინელი დაიკავებს ჩემს პოსტს, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ევროპარლამენტის ან ევროკომისიის პრეზიდენტი,”- განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები