აშშ-მა უკრაინას 2,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 2,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტი „ჰაიმარსისა“ და „სანამსის“ სისტემებსაც მოიაცავს. ამასთან, აშშ უკრაინას გადასცემს „ევენჯერის“ ტიპის რვა საჰაერო თავდაცვის სისტემას.

საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 26 მილიარდი დოლარი გამოუყო.

მსგავსი თემები