,,მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს”- სააკაშვილის ძმა

,,მჯერა, არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, სადაც კლავენ პრეზიდენტებს,” – ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქ საუბარი არანაირი პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე არაა, არამედ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე.

„მე, პირადად, ვარ იდეალისტი და მჯერა ადამიანის ჰუმანურობის, კაცთმოყვარეობისა და კიდევ მჯერა, რომ გაიმარჯვებს საღი აზრი, თუნდაც სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფოებრიობის განცდა. არ დავანახებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ველური საზოგადოება, არ შემდგარი სახელმწიფო, სადაც კლავენ პრეზიდენტებს, სადაც არ უფრთხილდებიან ისტორიას, სადაც არ უფრთხილდებიან წარსულს, აწმყოს და თუნდაც, მომავალს. ეს არის კატასტროფა, რაც ხდება. აქ არ არის საუბარი არანაირი პოლიტიკური გემოვნების დაცვაზე, აქ არის საუბარი ადამიანის ჯანმრთელობაზე ეს არის და ეს“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მსგავსი თემები