,,ეს ქვეყანა ჩვენია, ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”- მარტინენკოს განცხადებით, ბერძენიშვილის ლექცია მათ ჩაშალეს

“ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის” წევრი, შოთა მარტინენტკო სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექცია მათი ორგანიზებით ჩაიშალა.

“ლევან ბერძენიშვილს (რომელმაც ერეკლე მეფე მოღალატედ მოიხსენია) ალტ-ინფო – კონსერვატიული მოძრაობის კახეთის განყოფილების წევრებმა ყვარელში ლექცია არ ჩაატარებინეს.

ლიბერალებს ეგონათ, ისინი დაგვიდგენდენ ჩვენ მოძრაობის და ფუნქციონირების ნორმებს.

მაგრამ რეალურად პირიქითაა და ასე იქნება ყველგან, დასავლეთზე გაყიდულ აგენტებს, რომლებიც ქართველების წარსულს, გმირებს და ტრადიციებს შეურაცხყოფენ, ჩვენ განვუსაზღვრავთ აწი, სად როგორი უფლებები ექნებათ.

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ ვადგენთ აქ წესებს”, – წერს მარტინენკო.

მსგავსი თემები