,,ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, მნიშვნელოვანია, უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც გასამარჯვებლად სჭირდება”- იენს სტოლტენბერგი

,,ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინისთვის უახლოეს მომავალში მეტი სამხედრო დახმარება იქნება უზრუნველყოფილი.

„მან (პუტინმა) გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი შეიარაღებული ძალების ძალა. ჩვენ ვხედავთ მათ შეცდომებს, მორალური სიმტკიცის ნაკლებობას, ლიდერობის პრობლემებს, ცუდ აღჭურვილობას. მაგრამ რუსებმა აჩვენეს, რომ მზად არიან, მძიმე დანაკარგები მიიღონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. ამიტომ რუსეთი არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს. არ უნდა გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც დავუშვით რუსულ გაზთან დაკავშირებით. ნედლეულის ან კრიტიკული საქონლის განთავსებისთვის ავტორიტარულ რეჟიმზე ზედმეტი დამოკიდებულება დაუცველებს გვხდის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები