,,დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო, როგორ არ რცხვენია”- გიული ალასანია

,,დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო. როგორ იქცევა? როგორ არ რცხვენია?!,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანია დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც  „გიული ალასანიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ის მიწები გადაიფორმა, სადაც სტუდენტური საცხოვრებელი უნდა აშენებულიყო“.

„დათო ოქიტაშვილი არის უნამუსო. მე მახსოვს, დათო ოქიტაშვილი როგორ დადიოდა ჩემთან და მლიქვნელობდა. ახლა როგორ იქცევა? როგორ არ რცხვენია?! ჩვენი დიდი სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანები კიდევ ცხოვრობენ ქვეყანაში!“, – განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი თემები