გია გაჩეჩილაძის სიძე ადასტურებს, რომ ვანო მერაბიშვილს ხელით შეეხო

გია გაჩეჩილაძის სიძე, გიგიშა შარაშიძე ადასტურებს, რომ მასსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.  მან ასევე დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილს ხელის შეეხო.

„დაპირისპირება ჩემსა და ვანო მერაბიშვილს შორის 2 იანვარს, ვაკეში, ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, იქიდან გამომდინარე, რომ ვანო მერაბიშვილი პირველივე წამებიდან გაიქცა. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად, რომ არ ვიმალები, არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს სამართალდამცველ ორგანოებს გავცემ,“ – განაცხადა გიგიშა შარაშიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო დაპირისპირება, გიგიშა შარაშიძე პასუხობს: „არა მგონია, მაგრამ თუ ცოტა მაინც, იოტისოდენა ვაჟკაცობა შერჩენია, მან თვითონ თქვას სჯობს“.

მსგავსი თემები