„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ამოვიდა იმ წიაღიდან, რასაც სიბოროტე ჰქვია”- ალუდა ღუდუშაური

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ ამოვიდა იმ წიაღიდან, რასაც სიბოროტე ჰქვია,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ  ამგვარი ქმედება ქვეყანასა და მოსახლეობას აზიანებს.

„როდესაც მთელი ერი მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს, ბუმბერაზი ერის შვილის, უწმინდესის საიუბილეო თარიღებს, აქ, ბუნებრივია, რომ ჩაკარგულები არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და ადამიანები, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელები არიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ პოულობენ საკუთარ თავში ძალას და გადააზრებას იმისას, რომ თავს ესხმიან უწმინდესს. სინამდვილეში, ამით აზიანებენ საკუთარ მორალს. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები მორალისგან დაცლილები არიან და საზოგადოებამაც კარგად იცის ეს ყველაფერი. მაგრამ, ბუნებრივია, ისინი ვერ ამოვიდნენ იმ წიაღიდან, რასაც სიბოროტე ჰქვია, რასაც საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მიმართ მტრობა ჰქვია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები