ბიჭს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა და ძაღლები გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

20 წლის ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების გამსეირნებელი დაჭრა, ძაღლები კი გაიტაცა, 21-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მედიის ინფორმაციით, ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი განაცხადა.

შემთხვევა გასული წლის თებერვალში მოხდა. რაიან ფიშერი ლედი გაგას ფრანგულ ბულდოგებს ასეირნებდა, რა დროსაც ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ორი ძაღლი გაიტაცა. ფიშერი მძიმედ დაიჭრა, თუმცა ექიმებმა ის გადაარჩინეს.

მსგავსი თემები